სპორტი
31.05.2023 12:10
ზერტში მოქმედი ძალოსნობის სექციის აღზრდილებმა 4 მედალი მოიპოვეს
გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის ზერტის ძალოსნობის სექციის აღზრდილებმა, თბილისში გამართულ ღია პირველობაზე 1 პირველი, 1 მეორე და 2 მესამე ადგილი დაიკავეს.

გორელთაგან, ტურნირის გამარჯვებული 73 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე გიორგი რევაზაშვილი გახდა.

მეორე ადგილს და ვერცხლის მედალს დაეუფლა 67 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ტარიელ ბუხრიკიძე.

გიორგი ტერუნაშვილი (24 კგ.) და დიმა ტიელიძე (55 კგ.) კი, ტურნირის ბრინაჯოს მედლის პრიზიორები გახდნენ.

ზერტის ძალოსნობის სექციის მწვრთნელი ზაურ ღონღაძეა.
კვირის ამბები