გორის თეატრის მსახიობებმა პროექტში - „მსახიობები ლიტერატურისათვის“ მიიღეს მონაწილეობა
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობებმა პროექტში - „მსახიობები ლიტერატურისათვის“ მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიება თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართა.
ექსპო ჯორჯიას საგამოფენო ცენტრის სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში თეატრისა და კინოს მსახიობებმა ქართველი თუ უცხოელი ავტორების ქართულ ენაზე გამოცემული წიგნები წარადგინეს. ცნობილ ხელოვანებთან ერთად პროექტში მოზარდებიც მონაწილეობდნენ.
გორის თეატრის მსახიობებიდან აღნიშნულ ღონისძიებაში ლიკა კევლიშვილი და მარი არღუთაშვილი მონაწილეობდნენ. მსახიობებმა დაინტერესებულ საზოგადოებას მარი ბექაურის რომანი „უხილავი თამაში“ და არჩილ ქიქოძის რომანი „მექსიკური დღიური“ და ქეთევან ოსიაშვილის წიგნი სახელწოდებით „აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“ გააცნეს.