გორში შადრევნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. როგორც გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ, ამ ეტაპზე აღდგენითი სამუშაოები სტალინის სახლ-მუზეუმის სკვერის მთავარ და კასკადურ შადრევნებს უტარდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, ირეცხება შადრევნის აუზი, გამოიცვლება და დამონტაჟდება ახალი ნათურები. სკვერის ცენტრალურ ნაწილში არსებული შადრევნების კასკადზე კი გაირეცხება მილები, რის შემდეგაც შესრულდება სამღებრო სამუშაოები.
„სეზონური სამუშაოების ფარგლებში, შადრევნების რეაბილიტაციასთან ერთად, კეთილმოწყობის სააგენტო ქალაქში სკვერების და გამწვანებული სივრცეების მოსაწესრიგებლად სხვადასხვა სახის სამუშაოებსაც ახორციელებს. ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს ბალახის თიბვა, ხე-მცენარეების სხვლა-ფორმირება, მორწყვა და შეწამვლა“, - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში