სპორტი
03.10.2019 17:09
რეგიონში მოღვაწე C ლიცენზიის მქონე მწვრთნელები გადამზადების კურსს გადიან

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივითა და შიდა ქართლის ფეხბურთის რეგიონული ფედერაციის მხარდაჭერით რეგიონში მოღვაწე C ლიცენზიის მფლობელი მწვრთნელებისთვის, გადამზადების ორდღიანი ტრენინგი მიმდინარეობს. ღონისძიებას საფეხბურთო კლუბი „გორი“ მასპინძლობს და მწვრთნელები, ინსტრუქტორებთან ერთად, სწავლების როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს, სწორედ ს/კ „გორის“ ადმინისტრაციულ შენობასა და ხელოვნურსაფარიან მოედანზე გადიან.

ღონისძიების მთავარი მიზანი მწვრთნელებისთვის თანამედროვე სტანდარტების გაცნობა გახლავთ. სასწავლო კურსს 43 მწვრთნელი გადის და იმ თანამედროვე სტანდარტებს ეცნობა, რასაც ფეხბურთს UEFA უწესებს.

კვირის ამბები