საზოგადოება
30.05.2023 13:37
სატვირთო მიკროავტობუსი სამგზავროდ არ უნდა იყოს გადაკეთებული, მძღოლმა კი ყოველ 4,5 საათში უნდა დაისვენოს - რას ითვალისწინებს სამგზავრო რეფორმა

სამგზავრო გადაყვანის რეფორმის ფარგლებში, გაკონტროლდება მძღოლის რეჟიმი, კერძოდ, ყოველი განვლილი 4.5 საათის შემდეგ მძღოლმა მინიმუმ 45 წუთი უნდა დაისვენოს.

ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორის, ირაკლი იზორიას განცხადებით, ავტოსადგურების სერტიფიცირების ფარგლებში, ავტოსადგურებში სამედიცინო ოთახი მოეწყობა, სადაც მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან.

იზორიას განცხადებით, რეფორმის ფარგლებში იგეგმება სამი კატეგორიის სადგურის მოწყობა. დიდი ქალაქებისთვის განისაზღვრება პირველი კატეგორიის სადგურები, მცირე ზომის ქალაქებსა და სოფლებში კი მოეწყობა მეორე და მესამე კატეგორიის ავტოსადგურები. რაც შეეხება ადგილმდებარეობას და დიზაინს, მუნიციპალიტეტი თავად განსაზღვრავს.

,,მძღოლები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, მოიაზრება ალკოტესტზე შემოწმებაც. აუცილებელი იქნება ტექნიკური ინსპექტირების გავლა, ამასთან, ავტომობილი უნდა აკმაყოფილებდეს მიღებულ სტანდარტს, მაგალითად, სატვირთო ავტომობილი არ უნდა იყოს გადაკეთებული, ხელოვნურად არ უნდა იყოს დამონტაჟებული სავარძლები. ამასთან, უშუალოდ მძღოლის რეჟიმი გაკონტროლდება. ევროპული რეგულაციით, ყოველი 4.5 საათის შემდეგ მძღოლმა მინიმუმ 45 წთ, ნახევარი საათი უნდა დაისვენოს და ესეც გაკონტროლდება“, - განაცხადა ფონდ „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ დირექტორმა.

კვირის ამბები