აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის გორში კალათბურთის სპეციალური სექციის გახსნა იგეგმება. ამასთან დაკავშირებით, კალათბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, NBA-ს ყოფილი მოთამაშე ნიკოლოზ ცქიტიშვილი და საპატრიარქოს ჩოხოსანთა შიდა ქართლის საზოგადოების წარმომადგენლები გორში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდნენ.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ვარჯიშები ბავშვებს კომუნიკაციის გაღრმავებასა და საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაში დაეხმარება. სტუმრებმა ბავშვებს კალათბურთის ფორმა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.
შეხვედრა ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გორის გიმნაზიაში გაიმართა და მას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი დაესწრო.