გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სპორტული მოედანი მოეწყობა.
გეგმით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ხელოვნურსაფარიან კომბინირებულ მოედანზე მოეწყობა ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის სათამაშო ინფრასტრუქტურა.
პროექტის მიხედვით, ასევე იგეგმება მოედნის შემოღობვა ლითონის ბადით და გარეგანათების მოწყობა.
პროექტის სავარაუდო ღირებულება 78 355 ლარია.
ტენდერის პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 2 თვეში უნდა დასრულდეს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში