ტურიზმი
29.05.2023 16:53
საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების და კვების ობიექტების მეპატრონეებს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ
გორის და ქარელის მუნიციპალიტეტებში არსებული საოჯახო სასტუმროების, ღვინის მარნების და კვების ობიექტების მეპატრონეებს სურსათის უვნებლობის შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ.

სწავლება საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დაფინანსებით და შიდა ქართლის ტურიზმის კავშირის - „მეგზურის“ მხარდაჭერით გაიმართა.

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინფორმაციით, ტრენინგს აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო აუდიტორი მირანდა გორგილაძე უძღვებოდა.

სწავლებაში ჩართულ ყველა მონაწილეს საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სერთიფიკატები გადასცა.
კვირის ამბები