საზოგადოება
29.05.2023 16:47
უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში პერიოდულად ღრუბლიანობა და ნალექია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, უახლოესი 10 დღის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტში ცვალებადი ამინდია მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების ცნობით, 30 მაისს, ღამის საათებში ნალექია მოსალოდნელი, წვიმაა ნავარაუდევი დღისითაც - 12 საათიდან 16 საათამდე, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა კი +24 გრადუსს მიაღწევს.

14 საათიდან ნალექია მოსალოდნელი გორში 31 მაისსაც, ჰაერი კი +23 გრადუსამდე გათბება.

პერიოდულად მცირე წვიმა და +24 გრადუსია ნავარაუდევი გორის მუნიციპალიტეტში 1-ელ ივნისს.

ცვალებადი მოღრუბლულობა და პერიოდულად ნალექი - წვიმა და ელჭექი შენარჩუნდება გორში 7 ივნისის ჩათვლით.

კვირის ამბები