გორში „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 21“ გაიმართა - ტურნირს გორმა პირველად უმასპინძლა
„შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 21“ გორში გაიმართა. ტურნირში 24 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომელთა შორის იყვნენ როგორც ქართველი, ისე სხვა ქვეყნების წარმომადგენელი მებრძოლები.
უნდა აღინიშნოს, რომ ტურნირზე დაფიქსირდა უნიკალური შედეგი - ყველაზე სწრაფი გამარჯვება GFC-ის ორთაბრძოლებში - საქართველოს წამომადგენელმა მიხეილ საჟინიანმა 6 წამში დაამარცხა თურქი ოზგურ ოზპოლატი.
ტურნირს გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი დაესწრო.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებითა და გორის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭრით განხორციელდა.
ცნობისთვის, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 21“ გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.