კულტურა
29.05.2023 11:30
გორის თეატრი დრამატურგიის მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას
გიორგი ერისთავის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი დღეს, 30 მაისს, საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, ახალციხეში გაემგზავრება და ეროვნული დრამატურგიის მეშვიდე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.

თეატრალური საზოგადოების და მაყურებლის წინაშე გორის თეატრი ლიტერატურული სპექტაკლით - „მე მოვალ -სიზმარი“ წარსდგება.

როგორც გ.ერისთავის სახელობის თეატრში აცხადებენ, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ლიტერატურული მონოსპექტაკლი - „მე მოვალ - სიზმარი“, გალაკტიონის ლექსებსა და ჩანაწერებზე აგებული წარმოდგენაა და მაყურებელს პოეტის შემოქმედების ორიგინალურ და მეტად თავისებურ გააზრებას სთავაზობს.
კვირის ამბები