სპორტი
29.05.2023 10:52
საქართველოს პირველობაზე კიკბოქსინგში გორელებმა 2 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
საქართველოს პირველობაზე კიკბოქსინგში, გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კიკბოქსიორებმა 6 მედალი მოიპოვეს.

გორელთაგან შეჯიბრების გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ნინო კეჩხუაშვილი (50 კგ.) და გიორგი მჭედლიშვილი (80 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი ნინო ანესაშვილმა (54კგ.) და საბა გელაშვილმა (+80 კგ.) მოიპოვეს.
დაჩი იჩქითი (51კგ.) და ალეკო წკრიალაშვილი (57 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.

ჩემპიონატი, რომელშიც 2006-2007 და 2008-2009 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ, კასპში 26-28 მაისს ჩატარდა.
 
 
 
კვირის ამბები