საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა. წელს, 26 მაისს, გორში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარმოადგინა უწყების დაქვემდებარებაში არსებული უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებები და სერვისები.
საგამანათლებლო დაწესებულებების კუთხეების გარდა, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე წარმოდგენილი იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ტექნიკა, სადაც ინსტრუქტორები დაინტერესებულ პირებს დეტალურ ინფორმაციას აწვდიდნენ.
ამასთანავე, ბავშვებისთვის მოწყობილი იყო შემეცნებითი, გასართობი და სპორტული სივრცეები, პარალელურად, მოედანზე მოწყობის სცენაზე ადგილობრივი შემსრულებლების მონაწილეობით დილიდან კონცერტი მიმდინარეობდა.
დაგეგმილი ღონისძიებების დღის წისრიგი გარკვეულწილად შეცვალა უამინდობამ, თუმცა, ღონისძიებების ძირითადი ნაწილი შედგა.
გორის ცენტრში საზეიმოდ აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშაც.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებს ესწრებოდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი ამილახვარი, შიდა ქართლის გუბერნატორი მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ასევე ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები.
რაც შეეხებ საქართველოს მასშტაბით გამართულ ღონისძიებებს, წელს პირველად, წვევამდელებმა თბილისსა და 10 ქალაქში დადეს ფიცი.
ამასთან, 15 ქალაქში სხვადასხვა უწყებების სტენდები იყო წარმოდგენილი.