ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების VII ეროვნული კონკურსი დამთავრდა.
ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონის საგუნდო კოლექტივებმა მიიღეს და ჟიურის შედეგებიც ცნობილია.
კონკურსის ორგანიზატორების ინფორმაციით, ჟიურის გადაწყვეტილებით, ზოგიერთ ქვეკატეგორიაში გაიყო საპრიზო ადგილები, ზოგიერთ შემთხვევაში კი - არ გაიცა.
კონკურსში მონაწილეობა გორის სულხან ცინცაძის სამუსიკო სემინარიის გოგონათა გუნდმა მიიღო და მეშვიდე ეროვნული კონკურსის გრან-პრის მფლობელი გახდა, ასევე, გაიმარჯვა ნომინაციაში - ,,ქართული სიმღერის საუკეთესო შესრულებისთვის''.
შეფასების სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით, პირველი ადგილი და ვერცხლის მედალი დაიმსახურა ამავე სამუსიკო სემინარიის უმცროსკლასელთა გუნდმაც.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდს ნინო წიკლაური ხელმძღვანელობს. ნინო წიკლაური ნომინაციის - ,,საუკეთესო დირიჟორი, ქორმაისტერი'' - გამარჯვებული გახდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება