საზოგადოება
06.02.2020 12:43
მოდი სპექტაკლზე მაიასთვის - გ. ერისთავის სახელობის თეატრის მსახიობები მაია ტურაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად ერთიანდებიან
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები, კოლეგის, მაია ტურაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად კიდევ ერთ საქველმოქმედო სპექტაკლს გამართავენ. 29 თებერვალს, გორის თეატრის დასი, დიდ სცენაზე „ყვარყვარეს“ ითამაშებს. ბილეთების გაყიდვიდან შემოსული თანხა კი, მაია ტურაშვილისთვის საჭირო მედიკამენტებსა და ძვირადღირებულ სამედიცინო კვლევებს მოხმარდება.
„სამწუხაროდ, კვლავ მოგიწოდებთ თეატრის მსახიობის, მაია ტურაშვილის სიცოცხლის გადასარჩენად. მოგეხსენებათ, მაიას მკერდის სიმსივნე ჰქონდა. მან შეუპოვრად იბრძოლა და სძლია ამ საშინელ დაავადებას, თუმცა, რეციდივი განმეორდა და კვლავ ძვირადღირებული კვლევები და მკურნალობა სჭირდება. უნდა აღინიშნოს, რომ მსახიობი, რომელსაც მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს, ისევ სცენაზე დგას. უფრო მეტიც, 29 თებერვალს, საქველმოქმედო სპექტაკლზე მოსული მაყურებლის მასპინძელი თავად იქნება და ერთ-ერთ როლსაც შეასრულებს“, - აღნიშნეს GMnews-თან საუბრისას გორის თეატრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.

მსახიობის დასახმარებლად გახსნილია ანგარიშიც:
თიბისი ბანკი: GE67TB4366236512500020; საქართველოს ბანკი: GE66BG0000000559881100;  ლიბერთი ბანკი: GGE19LB0711106890
მიმღები: მაია ტურაშვილი,  პირადი ნომერი: 59001049907
კვირის ამბები