გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებმა, მამუკა ფერიაშვილის სახელობის ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სამი ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
რატი ბერიძე (44 კგ.), გიორგი ქარელი (38 კგ.) და დემეტრე ბოლოთაშვილი (68 კგ.) ტურნირის ბრინაჯოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
შეჯიბრების მიზანს წარმოადგენდა თავისუფალი სტილით ჭიდაობის პოპულარიზაცია, მისი გაფართოება და ქვეყნის ნაკრები გუნდის ჩამოყალიბება.
ცნობისთვის, შეჯიბრებას, რომელიც ჭიდაობის მსოფლიო გაერთიანების მოქმედი წესების თანახმად ჩატარდა, ყვარელმა უმასპინძლა.