შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში პროექტის - „2008 წლის ომით ფსიქოსოციალური და სამედიცინო სერვისის უზრუნველყოფა“- გაცნობის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული პროექტის განხორციელება „წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრმა - GCRT“ შიდა ქართლში აპრილიდან, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდის მხარდაჭერით დაიწყო.
შეხვედრას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, რწმუნებულის ადმინისტრაციის აპარატის ხელმძღვანელი ქეთევან ციმაკურიძე, წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ლელა ცისკარიშვილი და ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეკრებილებმა პროექტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს, ასევე, საჭიროების და მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.
„სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია მუდამ მზადაა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობის საჭიროებებზე ორიენტირებულ პროექტებს და კომპეტენციის ფარგლებში ჩაერთოს განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა მიხეილ შაყულაშვილმა.
პროექტი შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტში პარტნიორ ორგანიზაციებთან („თანხმობა“ და „ინდიგო“) ერთად ხორციელდება, რომლის მიზანია ფსიქოსოციალური და სამედიცინო სერვისის მიწოდება 2008 წლის ომით დაზარალებულებისთვის.