საქართველოს ეროვნული ლიგა 3-ის მორიგი ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბი „გორი“ საჩხერის „ჩიხურას“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა.
მატჩის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში ორივე გოლო საბა გეგელაშვილმა გაიტანა.
მატჩი ივანწმინდაში, საჩხერის ცენტრალურ სტადიონზე 23 მაისს ჩატარდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად „გორი“, 8 მატჩიდან 13 ქულით, ეროვნული ლიგა 3-ის სატურნირო ცხრილში მეხუთე პოზიციაზეა.
ცნობისთვის, მომდევნო მატჩი 31 მაისს ჩატარდება, სადაც გორელები „ვარკეთილს“ დაუპირისპირდებიან.