თბილისში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე კარატეში „Open Georgia 2023“ გორელმა სპორტსმენებმა წარმატებით იასპარეზეს.
შეჯიბრებაში, საქართველოს გარდა, ხუთი ქვეყნის წარმომადგენლები ასპარეზობდნენ.
შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის კარატეს სექციის წარმომადგენელი 14 სპორტსმენიდან 7-მა ტურნირზე გამოსვლა მედლით დაასრულა. მათგან 1 - პირველი, 2 - მეორე და 4 მესამე ადგილის მფლობელი გახდა.
ტურნირის გამარჯვებული გიორგი ხუბულური (12-13 წ. 40 კგ.) გახდა; მეორე ადგილები დაიკავეს დათო მინდიაშვილმა (10-11 წ. 45 კგ.) და მარიამ შავშიშვილმა (18 წ. 61 კგ.); ხოლო მესამე ადგილებზე დაჩი ტაბატაძე (6-7 წ. 24 კგ.), გიორგი ჯაშაშვილი (10-11 წ. 35 კგ.), საბა წარიაშვილი (10-11 წ. 40 კგ.) და ნინი ტერაშვილი (8-9 წ. 30 კგ.) გავიდნენ.