საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში მცხოვრები 140-მდე მოსწავლე მედიაწიგნიერებაში გადამზადდა
კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების - ზემო ნიქოზის, ქვემო ხვითის, დიცის, მერეთის, ფლავისა და ერგნეთის სკოლების 140-მდე მოსწავლეს მედიაწიგნიერების სემინარი სახელწოდებით - „ნამდვილი თუ მოგონილი?!” ჩაუტარდა.
შეხვედრების ფარგლებში, მოზარდებმა მედიაში გავრცელებული ყალბი ამბების ამოცნობის შესახებ მიიღეს ინფორმაცია.
სემინარებს ComCom-ის მედიაწიგნიერების დეპარტამენტის წარმომადგენლები უძღვებოდნენ და IX, X და XI კლასის მოსწავლეებთან ერთად, ინფორმაციის კრიტიკულად შეფასებაზე, დეზინფორმაციის ამოცნობის ხერხებსა და მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე მსჯელობდნენ.
ცობისთვის, კომუნიკაციების კომისია მოზარდებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების ასამაღლებელ ლექციებსა და სემინარებს მეექვსე წელია სისტემატურად ატარებს.