შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალურ ტურნირზე თავისუფალ ჭიდაობაში, ნუგზარ სხირელის სახელობის გორის ჭიდაობის სკოლის სპორტსმენებმა 7 პირველი, 2 მეორე და 9 მესამე ადგილი დაიკავეს.
ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ანდრია მახარაშვილი (23 კგ.), ანდრია გამხიტაშვილი (26 კგ.), ლუკა დოთიაშვილი (35 კგ.), გიორგი ლობჟანიძე (38 კგ.), ზურა დოთიაშვილი (41 კგ.), ედუარდ მანველიშვილი (52 კგ.) და ანდრია დოიჯაშვილი (56 კგ.) გახდა.
მეორე ადგილი და ვერცხლის მედალი გიორგი გიგაურმა (26 კგ.) და ლუკა ქავთარაძემ (42 კგ.) დაისაკუთრეს.
მათე თუშიშვილი (23 კგ.), მათე პაპიტაშვილი (26 კგ.), აივაზ ემინოვი (26 კგ.), ლექსო ნოზაძე (26 კგ.), ნიკოლოზ ტარუაშვილი (38 კგ.), დავით ტაბატაძე (41 კგ.), მიხეილ მაყიშვილი (41 კგ.), ლუკა ქარელიშვილი (44 კგ.) და საბა ვართანიანი (48 კგ.) კი ბრინჯაოს მედლის პრიზიორები გახდნენ.
ტუნირზე გორის კიდევ ერთი, შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის მოჭიდავეებიც ასპარეზობდნენ და მათ ანგარიშზე 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალია.
გორელთაგან ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი ნიკოლოზ გაგლოშვილი გახდა. სპორტსმენი 29 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. ტატო ცხაოშვილი კი მესამე ადგილს და ბრინჯაოს მედალს დაესაკუთრა.
შალვა ბაგაურის ხსოვნის მემორიალური ტურნირი 20-21 მაისს, თბილისში ჩატარდა. შეჯიბრებაში 2011-2012 წელს დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობდნენ.