გარეული ფრინველის გრიპის რამდენიმე შემთხვევის დაფიქსირების გამო, ბრაზილიამ ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
ფრინველის გრიპის შემთხვევები ესპირიტო სანტოსა და რიო-დე-ჟანეიროს შტატებში დაფიქსირდა.
როგორც BBC-ს ბრაზილიის მთავრობიდან განუცხადეს, ექვსთვიანი საგანგებო მდგომარეობა H5N1 ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად ზომების მიღებას გააადვილებს.
ცნობისთვის, ბრაზილია ქათმის ხორცის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში.
უახლოეს ორ დღეში დაზუსტდება, რას მოიცავს ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში