ქალაქის ცენტრალურ მოედანზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს
გორში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისთვის მზადება აქტიურად მიმდინარეობს. ქალაქის ცენტრალურ მოედანზე უკვე დაწყებულია დაგეგმილი აქტივობებისთვის საჭირო სტენდების და სივრცეების მოწყობა.
„გორის მაცნე“ გაგაცნობთ ღონისძიების ჩამონათვალს, რომელიც 26 მაისს გაიმართება:
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
ორკესტრის მსვლელობა;
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა (ანიმატორები, ქიმიური შოუ, „სახალისო ბიოლოგია“);
17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.
საღამოს კი, დასკვნითი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „გორი“ და გორის მუნიციპალიტეტის ბენდი, ასევე, ბენდი „ნიუტონი“, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ომა ფავორი და ქრისტინე ჯაფარიძე.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ჯგუფის - „KILLAGES“ კონცერტი დაასრულებს.