კულტურა
22.05.2023 13:36
„მზე ისევ ამოვა“ - გორის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან
გორის თეატრში მორიგი პრემიერისთვის ემზადებიან. მაყურებელი მსუბუქი ხასიათის კომედიური პიესას/ერთმოქმედებიან ვოდევილს იხილავს.

თეატრის ადმინისტრაციის ცნობით, ზურაბ ანტონოვის პიესების - „მზე ისევ ამოვა“ მიხედვით დადგმული სპექტაკლის რეჟისურა ეკუთვნის გიორგი თენაძეს, რომელიც დრამის ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია.

პროექტი საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს კონკურსის - „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
კვირის ამბები