საზოგადოება
22.05.2023 12:30
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს ვლადიმერ ხინჩეგაშვილი გაეცნო.

გორის მერმა საქაშეთში ახლადაშენებული საბავშვო ბაღი, ახალდაბაში კი, შიდა საუბნო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, ახალი საბავშვო ბაღი 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.
ამ დრომდე, საქაშეთში მცხოვრები აღსაზრდელები გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს მიერ დაქირავებულ კერძო სახლში იღებენ სკოლამდელ განათლებას. რაც შეეხება გზის რეაბილიტაციას  შესაბამისი სამუშაოები 1 330 მეტრზეა დაგეგმილი.

პროექტის მიხედვით, მიმდინარეობს ტრანსპორტის სავალი ნაწილის, სანიაღვრეების, მიერთებებისა და  ეზოებში შესასვლელების მოწყობა.

კვირის ამბები