საზოგადოება
22.05.2023 12:29
სოფელ შავშვების კულტურის სახლის რეაბილიტაცია დასრულდა

სოფელ შავშვებში რეაბილიტირებული კულტურის სახლი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მოადგილესთან, ნიკა ღვინიაშვილთან და საკრებულოს წევრებთან ერთად დაათვალიერა.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, კულტურის სახლის რეაბილიტაცია სოფლის მოსახლეობის მოთხოვნით, პროექტ ,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში განხორციელდა.

რაც შეეხება პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს, დაგეგმილი იყო ელექტროგაყვანილობის, საკანალიზაციო სისტემის, სველი წერტილების და , კარ-ფანჯარის გამოცვლა და გარე ფასადის, ასევე პატარა დარბაზის, შესასვლელებისა და ოთახების რეაბილიტაციაც.

„შენობას, სადაც მოზარდების სხვადასხვა სახელოვნებო წრეები ფუნქციონირებდა, რეაბილიტაცია წლების განმავლობაში არ ჩატარებია.

რეაბილიტირებული კულტურის სახლი კიდევ უფრო მეტად დაიტვირთება და ბავშვები კეთილმოწყობილ და თბილ შენობაში შეძლებენ დაეუფლონ სახელოვნებო და შემოქმედებით პროგრამებს“, - აცხადებენ მერიაში.

კვირის ამბები