საზოგადოება
19.05.2023 13:08
მიხეილ შაყულაშვილი მუნიციპალიტეტის მერებს შეხვდა
შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი რწმუნებულის პირველ მოადგილესთან, სიმონ გულედანთან ერთად რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მერებს შეხვდა და მიმდინარე საკითხები განიხილა.

შეხვედრაზე მუნიციპალიტეტების მერებმა საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიმდინარეობის საკითხებზე ისაუბრეს. აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და პროექტები დათქმულ ვადებში დასრულდება.
საუბარი შეეხო, ასევე, რეგიონში არსებული უსახური შენობების დემონტაჟის საკითხს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობას.

სამუშაო შეხვედრისას მიხეილ შაყულაშვილმა აღნიშნა, რომ უმთავრესი პრიორიტეტია ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული პროექტების განხორციელება და პრობლემური საკითხების დროული გადაჭრა. მისი თქმით, მსგავსი სახის სამუშაო შეხვედრები და ერთობლივი მუშაობა პრობლემების დროულ მოგვარებას შეუწყობს ხელს.
კვირის ამბები