გორის მუნიციპალიტეტში მუზეუმების საერთაშორისო დღე - 18 მაისი სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნა.
გორის ეთნოგრაფიულ მუზეუმში, წლის თემის - „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“ გათვალისწინებით სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო და გასართობი აქტივობა გაიმართა.
გორის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებულ მუზეუმებში (ეთნოგრაფიული მუზეუმი, საბრძოლო დიდების მუზეუმი, ნიკო ლომოურის მუზეუმი /არბო, ალექსანდრე ჯავახიშვილის სახლ-მუზეუმი /ძევერა) 18 მაისი ღია კარის დღედ გამოცხადდა.
ინფორმაციისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა. ამ დღისთვის თემას ICOM-ის მრჩეველთა საბჭო ყოველწლიურად ირჩევს.