ეროვნული ლიგა 1–ს დაწყებამდე ერთი თვეც აღარაა დარჩენილი, გუნდები ჩემპიონატის სტარტისთვის ემზადებიან, სამზადისშია გორის ,,დილაც".
გორელებმა დღეს ამხანაგურ მატჩში შინ, დუშეთის ,,არაგვს" უმასპინძლეს და პაექრობა ფრედ - 1:1 დაასრულეს.
აღსანიშნავია, რომ ორივე გუნდიდან გოლები ლეგიონერებმა გაიტანეს.
პირველი გოლი გორელების კარში გავიდა. მატჩის დებიუტში, მე–6 წუთზე, დუშელები ლუკასმა დააწინაურა.
საპასუხო გოლი კი, ,,დილამ" მატჩის მიწურულს, 79–ე წუთზე შეაგდო. მასპინძელთაგან თავი გამოიჩინა მიკოლა კოვტალიუკმა.
გაგაცნობთ გუნდების სასტარტო შემადგენლობებს:
დილა: გუგეშაშვილი, მაისაშვილი, ჩიტეიშვილი, ბალგოუ, გიორბელიძე, გაგნიძე, მარკოზაშვილი, კულიბალი, ბიძინაშვილი, სპანდერაშვილი, კოვტალიუკი
,,არაგვი": მუჯრიშვილი, ლუკასი, ბრენდო, ცერცვაძე, ჯინჭარაშვილი, ქათამაძე, აფხაზავა, მეტრეველი, ქანთარია, ხინთიბიძე, ვარდიაშვილი.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება