18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა - რა ღონისძიებები გაიმართება გორის მუნიციპალიტეტში
დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმებში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
„გორის მაცნე“ გაგაცნობთ ღონისძიებების ჩატარების დროს და ლოკაციებს.
სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი:
14:00 საათი - გამოფენა „შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნება -ჰერბარიუმი მუზეუმიდან“.
ექსპოზიციაზე, ასევე, გამოტანილი იქნება მუზეუმის ხელნაწერთა ფონდში დაცული უნიკალური ხელნაწერი კარაბადინები და შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნების ამსახველი ლიტერატურა სამეცნიერო ბიბლიოთეკიდან.
16:00 საათი - პანელური დისკუსია „ახალგაზრდები მუზეუმის მდგრადობისთვის“, გაიმართება აქტივობა საზოგადოებაში მუზეუმის ცნობადობის ამაღლების შესახებაც.
17:00 საათი - მოეწყობა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის „ვიკვლევთ მეწარმეობას“ მონაწილე მოსწავლეთა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა.
19:00 საათი - სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
დილის 10:00 საათიდან ღია კარის დღე მიმდინარეობს საბრძოლო დიდების,
ნიკო ლომოურის (სოფ. არბო) და ალექსანდრე ჯავახიშვილის (სოფ.ძევერა) სახელობის მუზეუმებშიც.