საზოგადოება
18.05.2023 13:28
„სასკოლო თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა“ დაიწყო

გორის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრში „სასკოლო თვითშემოქმედებითი ოლიმპიადა“ დაიწყო.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილებენ გორის მუნიციპალიტეტის საჯარო და კერძო სკოლების მოსწავლეები.

ოლიმპიადის ფარგლებში ჩატარდება კონკურსი შემდეგ ნომინაციებში: ქართული ხალხური ცეკვა, ქართული ხალხური სიმღერა, საესტრადო სიმღერა, თანამედროვე ან სამეჯლისო-სპორტული ცეკვა და თავისუფალი ნომერი, ხოლო შესარჩევი ტურის შედეგად დაგროვილი ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მიხედვით გამარჯვებული სამი სკოლა გამოვლინდება.

„კონკურსს კომპეტენტური ჟიური ათბალიანი სისტემით შეაფასებს. ოლიმპიადაში მონაწილე ყველა სკოლას გადაეცემა კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს მადლობის სიგელი, გამოვლენილ გამარჯვებულ სკოლებს გადაეცემათ სააგენტოს სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

ოლიმპიადის დასასრულს ჩატარდება გალა-კონცერტიც“, - აღნიშნავენ გორის კულტურისა და ახალგაზრდობის განყოფილებაში.

კვირის ამბები