სპორტი
18.05.2023 11:06
საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგ მატჩში გორის საფეხბურთო გუნდმა გამარჯვება მოიპოვა
საქართველოს ეროვნული ლიგის მორიგ მატჩში საფეხბურთო კლუბი „გორი“ თბილისის „ლოკომოტივს“ დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.

ჩემპიონატის მიმდინარეობისას მოწინააღმდეგის კარში თითო გოლი საბა გეგელაშვილმა და აკაკი სირბილაძემ გაიტანეს.
მატჩი გორში, „ქართლის“ სტადიონზე 17 მაისს ჩატარდა.

ცნობისთვის, გორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი „გორი“, ძირითადად, ადგილობრივი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული. ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც.
კვირის ამბები