საზოგადოება
18.05.2023 11:01
გორში, ახალი ბაზრის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს
გორში, ახალი ბაზრის მიმდებარედ, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მალე დასრულდება.

წმინდაწყლის დასახლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე, ახალი ბაზრის და ავტოსადგურის მიმდებარედ, ჩრდილოეთისკენ მიმავალი ტრანსპორტის ცალმხრივი მოძრაობის ზოლზე ასფალტის საფარის მეორე ფენა იგება.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძე 740 მეტრია (პაპიტაშვილის ქუჩიდან, კარალეთის დევნილთა ჩასახლებამდე).
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, ტრანსპორტის სავალ ნაწილთან ერთად, დაგეგმილია ტროტუარების რეაბილიტაცია, საგზაო ნიშნების და მონიშვნების მოწყობა.

გზის აღნიშნულ მონაკვეთზე უკვე დამონტაჟდა გარეგანათების ახალი სისტემაც.

„სამუშაოების დასრულების შემდეგ, მძღოლებს და ფეხით მოსიარულეებს გადაადგილებისას დაზიანებული გზის საფარით გამოწვეული პრობლემები აღარ შეაწუხებთ“, - აცხადებენ მერიაში.
კვირის ამბები