საზოგადოება
17.05.2023 15:55
„მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საგრანტო კონკურსს აცხადებს - ბიზნეს პროექტების წარდგენა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას შეუძლია

შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ საგრანტო კონკურსს აცხადებს.

„გორის მაცნეს“ ინფორმაციით, საკონკურსო ბიზნეს პროექტების გაგზავნა 15 ივნისამდეა შესაძლებელი.

პროექტის ორგანიზატორების თქმით, ფონდის მიზანია გამყოფი ხაზის ორივე მხარეს თანამშრომლობის და ეკონომიკური კავშირების ხელშეწყობა ინდივიდუალური და პარტნიორული ბიზნეს პროექტების დაფინანსების გზით.

„პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს საზოგადოებებს შორის დიალოგის, თანამშრომლობის და ნდობის აღდგენის პროცესს, ასევე, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების და მშვიდობის მშენებლობის უპირატეს ინტერესს.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით გაიცემა კომერციული გრანტები როგორც სტარტაპებისთვის, ისე არსებული ბიზნესის გასაფართოებლად“, - აცხადებენ მშვიდობის ფონდში.

დაინტერესებულ პირებს საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეუძლით როგორც ქართულ, ისე რუსულ და ინგლისურ ენებზე.

ფონდის ვებ-გვერდის მისამართია: peacefundbf. org .

კვირის ამბები