საზოგადოება
17.05.2023 15:39
მაისი კანის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა

მაისი კანის კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა.

კანის კიბო ავთვისებიანი წარმონაქმნია ადამიანის კანის ზედაპირზე, ლორწოვან გარსზე, თვალის ბადურაზე, ფრჩხილებსა და ა.შ. დაავადება უმეტესად გავრცელებულია ქალებში.

მედიკოსების თქმით, კანის კიბო განაჩენი არ არის, თუნდაც, იმიტომ, რომ ამ ტიპის კიბოს განვითარების დროს სიმსივნური წარმონაქმნები ჩნდება გარედან და არა შიგნით, ორგანიზმში და ხშირად ავადმყოფს თავადაც შეუძლია შეუიარაღებელი თვალითაც შეამჩნიოს მის კანზე არსებული ცვლილებები.

კანის კიბოს გარეგანი სიმპტომებია: ხალი, რომელმაც შეიცვალა ფორმა ან ფერი;

წყლული ან ჭრილობა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში არ ხორცდება;

ლაქა, რომლის ზომაც თანდათანობით იზრდება. რაც შეეხება ზოგად სიმპტომებს, დაავადებას თან ახლავს მადის დაქვეითება, ქრონიკული დაღლილობა და სისუსტე, წონის მკვეთრი კლება და სხეულის ტემპერატურის უმიზეზო აწევა.

იმ შემთხვევაში, თუ დაავადების აღმოჩენა მოხდება ადრეულ სტადიაზე და პაციენტი დროულად მიიღებს კვალიფიციურ სამედიცინო დახმარებას, კანის კიბო განკურნებადია.

კვირის ამბები