სპორტი
17.05.2023 13:34
გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 20“ გაიმართება
გორში, პირველად, „შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 20“ გაიმართება. ტურნირში 26 სპორტსმენი იასპარეზებს. მონაწილეთა შორის არიან როგორც ქართველი, ისე უცხოეთიდან მოწვეული მებრძოლები, გაიმართება 13 ბრძოლა.

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის შერეული საბრძოლო ხელოვნების ფედერაციის თანადაფინანსებით და გორის სპორტის ხელშეწყობის სააგენტოს მხარდაჭრით ხორციელდება.

„შერეული საბრძოლო ხელოვნებების საერთაშორისო ტურნირი GFC 20“ გორის სპორტის სასახლეში 27 მაისს, 20:00 საათზე გაიმართება. შეჯიბრებაზე დასწრების მსურველებს ბილეთების შეძენა tkt. ge - ზე შეუძლიათ.
კვირის ამბები