საზოგადოება
17.05.2023 13:15
ახალგაზრდების მონაწილეობით გორში ევროპის დღეები აღინიშნა
გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდულ პროექტებში დაUSAID-ის პროგრამაში - „ერთიანობა მრავალფეროვნებაშია“ ჩართული ახალგაზრდების მონაწილეობით, გორში ევროპის დღეები აღინიშნა.

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდული განყოფილების მხარდაჭერით ჩატარდა და მოზარდებმა ევროკავშირში გაწევრიანებული ქვეყნების პრეზენტაციები წარადგინეს, სადაც ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, კულტურისა და ხელოვნების მიმართულებები ასახეს.

შეხვედრისას კომუნიკაციების კომისიის მედიაწიგნიერსების მოწვეულმა ექსპერტმა ანი გვეტაძემ ახალგაზრდებთან, დეზინფორმაციასთან ბრძოლის კონტექსტში, მედიაწიგნიერების როლზე ისააუბრა.
ღონისძიების დასასრულს ახალგაზრდებს საინფორმაციო ცენტრისგან სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.
ევროპის დღეები, რომელსაც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, მუნიციპალიტეტის მერიისა და საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მხარდაჭერით გაიმართა.
კვირის ამბები