ხელოვნების სახლი ადგილობრივი სახელოვნებო სფეროს განვითარების მიზნით, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ მეორე ნაწილი დაიწყო
ხელოვნების სახლი „Art House“ ადგილობრივი სახელოვნებო სფეროს განივთარების ხელშეწყობის მიზნით, „თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსის“ მეორე ნაწილი დაიწყო. პროექტის ფარგლებში ზაფხულის სეზონზე დაფინანსდება 4 პროექტი.
კონკურსში მონაწილეობა გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 30 წლამდე ნებისმიერ პირს შეუძლია. ინიციატივა შეუძლიათ წარმოადგინონ როგორც ფიზიკურმა პირებმა, ასევე საინიციატივო ჯგუფებმა ან/და ორგანიზაციებმა.
„ინიციატივა შეიძლება ეხებოდეს ქუჩის მხატვრობას, მუსიკალურ ივენთს, სკულპტურას, აუდიო/ვიდეო ინსტალაციას, ფოტო/კინო პროექტის განვითარებას, ბეჭდური პროდუქციის გამოცემას, პერფორმანსს, პლენერი/სკეჩინგის და ა.შ. ინიციატივის ხარჯი არ უნდა აღემატებოდეს 1000 ლარს. რომლის მიზნობრიობაც იქნება ნამუშევრის შესაქმნელი მასალის ხარჯი, არტისტის, ტექნიკური ჯგუფის ჰონორარი (არაუმეტეს 10%-ისა)“, - აღნიშნულია ხელოვნების სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„თავისუფალი სახელოვნებო ინიციატივების კონკურსში“ მონაწილეობის მსურველებს განაცხადის შევსება 16 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით შეეძლებათ.
ცნობისთვს პროექტი „ART HOUSE 20 23“ ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული ღონისძიებების პროექტების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით.