საზოგადოება
17.05.2023 12:33
სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებების ცენტრში დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაესწრნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის საჯარო სკოლის მოსწავლეები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბავშვთა უფლებები ცენტრში იმყოფებოდნენ და დოკუმენტური ფილმის ჩვენებას დაეწრნენ.

ღონისძიების ორგანიზატორების ინფორმაციით, შეხვედრის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის ბავშვთა შრომის პრობლემის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პრობლემის სირთულის მიმართ კრიტიკული მიდგომის განვითარება, ასევე, სამართლიანობის და პასუხისმგებლობის გრძნობის განვითარება პრობლემის გადასაჭრელი გზების ძიების პროცესში.

ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია და მოსწავლეებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღეს პასუხი.
ფილმის ჩვენება და დისკუსია სკრის საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის ლანა ფერაძის და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნელი ჭამპურიძის ინიციატივით გაიმართა.
კვირის ამბები