თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, ქარელთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ორივე გარდაცვლილი პოლიციის თანამშრომელია.
ავტობანზე მოძრავი ავტომანქანა, რომელსაც 30 წლამდე ასაკის მამაკაცი მართავდა, ავტომაგისტრალზე გაჩერებულ საპატრულო ეკიპაჟს შეეჯახა, შემთხვევის შედეგად, ეკიპაჟის წევრები - პოლიციის ორივე თანამშრომელი ადგილზე გარდაიცვალა, რაც შეეხება მეორე ავტომობილის მძღოლს, იგი ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკის ინფორმაციით, პაციენტის დაზიანებები არ აღენიშნება, მისი მდგომარეობა სტაბილურია და იგი ამბულატორიულად დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში