„პროფესია გენდერის გარეშე“ - გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მომზადებული ბროშურის პრეზენტაცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით მომზადებული ბროშურის - „პროფესია გენდერის გარეშე“ პრეზენტაცია გაიმართა. ბროშურაში წარმოდგენილია მიმდინარე წლის მარტის თვის ქალთა კვირეულის ფარგლებში გამოცხადებული ნაწარმოებების კონკურში მონაწილე ახალგაზრდების 24 საუკეთესო ნამუშევარი.
კონკურსის გამარჯვებული სოფელ კარბში მცხოვრები იზაბელა ოქროპირიძე გახდა, მეორე ადგილი კარალეთის მცხოვრებ ქრისტინა სამნიძეს ერგო, მესამე ადგილი კი ნოდარ კოლოტაშვილმა და ანა მეცხვარიშვილმა გაინაწილეს. საპრიზო ადგილებსი მფლობელებს სპეციალური სიგელები გადაეცათ.
კონკურსის ყველა მონაწილეს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელმა, დავით რაზმაძემ მადლობის სერტიფიკატი გადასცა, მანვე, აქტიური თანამშრომლობისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სკოლების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ბროშურაში წარმოდგენილი ოცდაოთხივე ნამუშევრის ავტორს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის ოფისის წარმომადგენლობისგან საჩუქრები გადაეცა.
ცნობისთვის, ინიციატივის მიზანს გენდერული სტერეოტიპების გავლენის შესუსტების ხელშეწყობა წარმოადგენს.