26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი.
გაგაცნობთ იმ აქტივობების ჩამონათვალს, რაც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაიმართება:
ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი;
ორკესტრის მსვლელობა;
ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
მოეწყობა საბავშვო სივრცე, სადაც გაიმართება სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი აქტივობა (ანიმატორები, ქიმიური შოუ, „სახალისო ბიოლოგია“);
17:10 საათზე საზეიმოდ აღინიშნება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო.
საღამოს კი, დასკვნითი კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ანსამბლი „გორი“ და გორის მუნიციპალიტეტის ბენდი, ასევე, ბენდი „ნიუტონი“, სალომე ბაკურაძე, მარიტა როხვაძე, ნუცა თოფურია, გუგა მარგველაშვილი, გიორგი ჭოხონელიძე, ლუკა ჭოხონელიძე, გიორგი ცხადაძე, ანდრია გველესიანი, ომა ფავორი და ქრისტინე ჯაფარიძე.
დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს ჯგუფის - „KILLAGES“ კონცერტი დაასრულებს.