სპორტი
16.05.2023 13:18
გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი საქართველოს სასკოლო ხელბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია
გორის პირველი საჯარო სკოლის გუნდი, საქართველოს სასკოლო ხელბურთის ჩემპიონატის გამარჯვებულია.

პირველი სკოლის ხელბურთელებმა, ჯერ ქალაქის, შემდეგ მუნიციპალიტეტის და შიდა ქართლის რეგიონის, შემდგომ კი, ზონალური (აღმოსავლეთ საქართველოს) ეტაპები წარმატებით გადალახეს და ფინალში ქუთაისის დამარცხებით, საქართველოს ჩემპიონები გახდნენ. შეჯიბრების საუკეთესო მოთამაშედ ვაკო კვარიანთაშვილი დასახელდა.

მიღწული შედეგებისთვის, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სპორტსმენები, მათი მწვრთნელები და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელი მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

ცნობისთვის, გორის პირველი საჯარო სკოლის ხელბურთელთა გუნდი 2022 წლის სექტემბერში ჩამოყალიბდა.
კვირის ამბები