სპორტი
16.05.2023 12:47
გორელმა სპორტსმენმა ბუხუტი ტატიშვილმა ფრანგი მოკრივე ნოკაუტით დაამარცხა
საფრანეთის ქალაქ კამბპონში, პროფესიულ კრივში გამართულ ორთაბრძოლაში, გორელი სპორტსმენი ბუხუტი ტატიშვილი დამაჯერებელი უპირატესობით ასპარეზობდა. ტატიშვილმა ფრანგი ენცო გრაუსი ნოკაუტით დაამარცხა და შეჯიბრების გამარჯვებული გახდა.

ტატიშვილი გორის შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია და მისი მწვრთნელი არჩილ ჯეირანაშვილია.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ კიკბოქსინგის გარდა, ტატიშვილი ხშირად ასპარეზობს პროფესიულ კრივში და წარმატებებსაც აღწევს.
კვირის ამბები