მუზეუმის საერთაშორისო დღეს - 18 მაისს, გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში ღონიძიებები გაიმართება
სერგი მაკალათიას სახელობის გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი 18 მაისს - მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, არაერთ ღონისძიებას უმასპინძლებს.
მუზეუმის ადმინისტრაციამ განსახორციელებელი აქტივობების პროგრამა უკვე გამოაქვეყნა.
ღონისძიებები 18 მაისს, 10:00 საათიდან, ღია კარის დღის გამართვით დაიწყება და მთელი დღის განმავლობაშიგაგრძელდება. ამ წლის თემაა - „მუზეუმები, მდგრადი განვითარება და კეთილდღეობა“.
რაც შეეხება ღონისძიებების ჩამონათვალს: 14:00 საათზე გაიმართება გამოფენა „შიდა ქართლის ბიომრავალფეროვნება-ჰერბარიუმი მუზეუმის ფონდიდან“; 16:00 საათზე, პანელური დისკუსია - ახალგაზრდები მუზეუმის მდგრადობისთვის; 17:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის პროექტის -„ვიკვლევთ მეწარმეობას“- მონაწილე მოსწავლეთა ყვავილების გამოფენა-გაყიდვა; ხოლო 19:00 საათზე გაიმართება სადღესასწაულო კონცერტი ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.
ცნობისთვის, მუზეუმის საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმებისა და მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 45 000-ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული.