საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თავისუფალ ჭიდაობაში გიორგი იანტბელიძემ ის შემადგენლობა დაასახელა, რომელიც ჭიდაობის მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იასპარეზებს. გორიდან, კონტინენტის პირველობისთვის ლადო ხინჩეგაშვილი (65 კგ) და გენო პეტრიაშვილი (მძიმე წონა) იბრძოლებენ.
ევროპის ჩემპიონატი 10-16 თებერვალს რომში გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ლადო ხინჩეგაშვილი ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის სამგზის მფლობელია, გენო პეტრიაშვილს კი, ეს ტიტული ერთხელ აქვს მოპოვებული. გარდა ამისა, ხინჩეგაშვილი მსოფლიოს ერთგზის ჩემპიონია, პეტრიაშვილი - სამგზის. რაც შეეხება ოლიმპიურ შედეგებს, ლადო ხინჩეგაშვილი ერთხელ ჩემპიონი, ერთხელაც ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა, გენო პეტრიაშვილს კი, ჯერჯერობით ერთ ოლიმპიადაზე აქვს მონაწილეობა მიღებული და იგი ბრინჯაოს მედლით დაასრულა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება