15 მაისი მოსამართლის პროფესიული დღეა და საქართველო ამ დღეს წელს მეოცედ აღნიშნავს.
მოსამართლის დღე 2003 წლის 26 ივნისს, ედუარდ შევარდნაძემ საქართველოს პრეზიდენტის #284 ბრძანებულებით დააწესა.
„ქვეყნის საზოგადოებრივ-სამართლებრივ აღმშენებლობაში მოსამართლეთა როლის ამაღლების მიზნით დაწესდეს მოსამართლის დღე და აღინიშნოს ყოველი წლის 15 მაისს“, - წერია ბრძანებულებაში, რომელსაც ხელს საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი აწერს.
თარიღს მართლმსაჯულების მსახურები ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნავენ.