კულტურა
15.05.2023 12:53
15 მაისი ქართული კინოს დღეა

15 მაისი ქართული კინოს დღეა. ქართული კინოს ისტორია 1908 წლიდან იწყება, როდესაც რეჟისორმა ვასილ ამაშუკელმა და ოპერატორმა ალექსანდრე დიღმელოვმა პირველი დოკუმენტური ფილმი გადაიღეს.

1912 წელს, ქუთაისში, კინოთეატრ „რადიუმში“ შედგა ვასილ ამაშუკელის ფილმის პრემიერა  „აკაკის მოგზაურობა რაჭა-ლეჩხუმში“, ეს იყო პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი.

უნდა აღინიშნოს, რომ ქართულმა კინომ თავისი არსებობის მანძილზე არაერთი აღიარება მოიპოვა მსოფლიოს თთქმის ყველა კინოფესტივალსა თუ ფორუმზე. ცნობისთვის, ქართული კინოს ისტორიის მანძილზე შექმნილია 800-მდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული, სატელევიზიო და მოკლემეტრაჟიანი ფილმი, 600-მდე დოკუმენტური და სამეცნიერო-პოპულარული, 500-მდე ანიმაციური და თოჯინური ფილმი.

კვირის ამბები