1993 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა, რომ 1994 წლის 15 მაისიდან ყოველწლიურად აღენიშნა ოჯახის საერთაშორისო დღე. თარიღის დაწესების მიზანია სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებრიობის ყურადღების მიპყრობა ოჯახთა მრავალრიცხოვან პრობლემებზე, განსაკუთრებით იმ ოჯახებზე, რომლებიც დაზარალდნენ სამხედრო მოქმედებების შედეგად, გახდნენ სიღატაკისა და შიდსის მსხვერპლნი.
„ოჯახები, რომლებიც იბრძვიან არსებობის ელემენტარული პირობებისათვის, საჭიროებენ მხარდაჭერას და ასეთი მხარდაჭერა უნდა მიიღონ. როდესაც ილახება ერთი ოჯახის ძირითადი უფლებები, მაშინ საფრთხე ექმნება ასევე კაცობრიობის ერთიან ოჯახს, რომლის წევრები ჩვენ ყველანი ვართ“, - განაცხადა გაეროს იმჟამინდელმა გენერალური მდივანმა კოფი ანანმა ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში