საზოგადოება
15.05.2023 12:16
ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სირთულეები შექმნა, კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია - გორის მერია

უხვი ნალექის მოსვლის შედეგად ადიდებულმა მდინარე ლიახვმა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ძევერასა და შერთულში გარკვეული სირთულეები შექმნა.

,,მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა და მიწის ნაკვეთებთან ერთად, რამდენიმე სახლის ეზოც დატბორა. შექმნილ ვითარებას ადგილზე უკვე გაეცნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. პრობლემის მოსაგვარებლად, ასევე, მობილიზებულია შპს „საქართველოს მელიორაციის“ კუთვნილი ტექნიკა.

მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე, გორის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში, რომელსაც გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

კვირის ამბები